ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები შეასრულა
ავიაკომპანიამ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში A320neo ხომალდით გვიან ღამით 175 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო მილანის მალპენზას აეროპორტიდან A320-ის მოდელით – 172 მგზავრი.
easyJet-მა საქართველოს მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული ფრენები ერთდროულად 3 მიმართულებით, ჯამურად კვირაში 6 სიხშირით დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა თბილისის მიმართულებით 31 მარტს ჟენევიდან განახორციელა, რითაც საქართველო შვეიცარიას უმოკლესი პირდაპირი გზით დაუკავშირდა.
31 მარტს ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა თბილისი მიმართულებით ჟენევიდან განახორციელა, რითაც საქართველო შვეიცარიას უმოკლესი პირდაპირი გზით დაუკავშირდა.
ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia




