ქვეყანაში A ტიპის გრიპის ორი ქვეშტამი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ვრცელდება A ტიპის გრიპის ორი ქვეშტამი – ე.წ. ჰონგ-კონგის და ღორის გრიპი. ვირუსი სწრაფად გადამდებია და ინფიცირების რისკი მაღალია.

მედიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე: მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე. სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია ექიმთან დროული მიმართვა.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, 65 წელს გადაცილებული პირები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. სპეციალისტების თქმით, ვაქცინაცია კვლავ გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading