კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვა „ელჩების შეკრება 2025“-ის მონაწილეებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ „ელჩების შეკრება 2025“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში გაწეული შრომისთვის.
პატრიარქმა ხაზი გაუსვა ელჩების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას დღევანდელ რთულ ვითარებაში და გამოთქვა რწმენა, რომ მათი საქმიანობა კვლავაც წარმატებული და სასიკეთო იქნება საქართველოსთვის.
მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რომელსაც პატრიარქმა უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი უწოდა და ელჩებს მოუწოდა, დიასპორასთან და სასულიერო პირებთან ერთად ღირსეულად აღნიშნონ ეს მოვლენა.
ილია II-მ შეკრების მონაწილეებს დალოცვა და ერთიანობისკენ მოწოდება გაუგზავნა.
