თეთრიწყაროს მერმა მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები დააჯილდოვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები დააჯილდოვა, რომლებმაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაწესებულ სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს.

მერმა დირექტორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე გამოვლინდა წლის საუკეთესო სკოლა და წლის საუკეთესო სპორტული სკოლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე რამაზ გულბანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ აზარიაშვილი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading