ყველაზე პოლიტიზებული ნომინაციები ოსკარზე მთელი ისტორიის განმავლობაში, ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

3 მარტს ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 97-ე ცერემონია გაიმართება. ნომინაციების სია უკვე ცნობილია და მას უცხოურმა მედიამ ისტორიაში ყველაზე პოლიტიზებული უწოდა.

„თუ დავაკვირდებით, გასაოცარი ხდება თუ რამდენად ბევრ ნომინაციას აქვს რაღაც საერთო. [ნომინირებული] ფილმები თავისებურად უნიკალურია და ისინი თანამედროვე პრობლემებს ისეთი დიდი ენერგიით სწევენ წინ, რომ წარმოდგენილი ფილმების სია ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებულია ოსკარის ისტორიაში“, – წერს BBC.

ფილმი „მოწაფე. ტრამპის აღმასვლა“ – ორ ნომინაციაზეა წარდგენილი. ამ ფილმში პოლიტიკური ასპექტი გარდაუვალია და მასში ძირითადი აქცენტი დონალდ ტრამპის იმ წლებს ეთმობა, როდესაც ის დამწყები მაგნატი იყო. თავად ტრამპმა ამ ფილმს „იაფფასიანი და ცილისმწამებლური“ უწოდა.

ნომინაციების რაოდენობის მიხედვით ფილმი „ემილია პერესი“ ლიდერობს. ის 13 ნომინაციაზეა წარდგენილი. სიაში ასევე მოხვდნენ: „ბრუტალისტი“, „ბოროტი: დასავლეთის ჯადოქრის ზღაპარი“, „ანორა“, „ბობ დილანი: ყველასთვის უცნობი“, „პაპის კონკლავი“, „დიუნი: მეორე ნაწილი“, „ბიჭები „ნიკელიდან“, „მე ისევ აქ ვარ“, „სუბსტანცია“ და სხვა.

ნომინაციაზე “ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის” წარდგენილი არიან შონ ბეიკერი, ბრეიდი კორბეტი, ჯეიმს მენგოლდი, ჟაკ ოდიარი, კორალი ფარჟა.

ნომინაციაზე “საუკეთესო მამაკაცის როლი” წარდგენილი არიან ედრიენ ბროუდი, ტიმოთი შალამე, კოლმან დომიგო, სებასტიან სტენი, რეიფ ფაინზი.

ნომინაციაზე “საუკეთესო ქალის როლი” წარდგენილი არიან სინთია ერივო, კარლა სოფია გაკსონი, მაიკი მედისონი, დემი მური, ფერნანდა ტორესი.

ნომინაციაზე„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ დასახელდნენ: „ანორა“, „ბრუტალისტი“, „ნამდვილი ტკივილი“, „5 სექტემბერი“, „სუბსტანცია“.

ნომინანტების სია

საუკეთესო კინოსურათი

Anora

The Brutalist

A Complete Unknown

Conclave

Dune: Part Two

Emilia Pérez

I’m Still Here

Nickel Boys

The Substance

Wicked

საუკეთესო მსახიობი კაცი

ედრიენ ბროუდი – The Brutalist

ტიმოთი შალამე – A Complete Unknown

კოლმან დომინგო – Sing Sing

რალფ ფაინსი – Conclave

სებასტიან სტენი – The Apprentice

საუკეთესო მსახიობი ქალი

სინტია ერივო – Wicked

კარლა სოფია გასკონი – Emilia Pérez

მაიკი მედისონი – Anora

დემი მური – The Substance

ფერნანდა ტორესი – I’m Still Her

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

იურა ბორისოვი – Anora

კირან კალკინი – A Real Pain

ედვარდ ნორტონი – A Complete Unknown

გაი პირსი – The Brutalist

ჯერემი სტრონგი – The Apprentice

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

მონიკა ბარბერო – A Complete Unknown

არიანა გრანდე – Wicked

ფელისიტი ჯონსი – The Brutalist

იზაბელა როსელინი – Conclave

ზოი სალდანა – Emilia Pérez

საუკეთესო რეჟისორი

შონ ბეიკერი – Anora 

ბრედ კორბეტი – The Brutalist 

ჯეიმს მანგოლდი – A Complete Unknown 

ჟაკ ოდიარი – Emilia Perez 

კორალი ფარჟე -The Substance

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anora

The Brutalist

A Real Pain

September 5

The Substance

“ოსკარის” 97-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 3 მარტს გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading