ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

“ბაგების დასახლებაში, კორძაიას ქუჩაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი. გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას – გაჩენილი იყო ბზარები. პროექტით გათვალისწინებულია გზის ორზოლიანი მონაკვეთის მოწყობა, რადგან ამ ტერიტორიაზე ისეთი სივიწროვე იყო, ორი ავტომანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდა. მოეწყობა ტროტუარი და, რაც მთავარია, გადაადგილება იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading