ახალი პირადობის მოწმობები 2026 წლის 1 იანვრიდან
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს:
✅ პირადობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობებისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ვიზუალური განახლებას;
✅ ახალ რეკვიზიტებს – წვდომის კოდს უკონტაქტო მიკროსქემიდან ინფორმაციის წასაკითხად და QR კოდს დოკუმენტის/მფლობელის მონაცემების გადამოწმებისთვის.
ახალი სისტემა უსაფრთხოებას გაზრდის და მოწმობის გაყალბების შესაძლებლობას შეამცირებს.
2026 წლის 1 იანვრიდან ახალი პირადობის მოწმობები ვრცელდება