სააგენტოს განცხადება სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს.

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები იმყოფებოდნენ

ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები თეორიულ სწავლებას, მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყო გაზ-ქრომატოგრაფზე პრაქტიკულ ლაბორატორიულ საქმიანობას, ასევე, წყლის ხარისხის ორგანული მახასიათებლების ანალიზის დანერგვას მოიცავდა. ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (STUBA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, სლოვაკეთის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული ტიპის აქტივობები…

წაიკითხეთ მეტი

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ,ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამომავლო გეგმებს . მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა

შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭომ ადვოკატთა საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების ფონზე მიიღო, კერძოდ, როგორებიცაა შევიწროება, მუქარა, ფიზიკური თავდასხმა თუ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ჩარევა და სხვ. კონვენცია ვრცელდება, როგორც ადვოკატებზე, ასევე, მათ პროფესიულ გაერთიანებებზე, რომლებიც…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქალაქ ლენიაგოს მერთან, პაოლო ლონგისთან

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებში. ქალაქის მერმა, პაოლო ლონგიმ, გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს და დიასპორის წევრებს გააცნო ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და მიმდინარე პროექტები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კავშირების გაღრმავებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ…

წაიკითხეთ მეტი

ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ქალაქ ბოსკი სანტ ანას ეწვია, რომელიც დამეგობრებულია ქალაქ ხონთან

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქის მერთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა, დამეგობრების აქტის ფარგლებში, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც უკავშირდება კულტურულ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებს.

წაიკითხეთ მეტი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საუბარი შეეხო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად საქართველოს მიერ მოგებულ დავებს. ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში გაერთიანებული სამეფოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფის ბაღები 150 ბავშვზეა გათვლილი ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახორციელა…

წაიკითხეთ მეტი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის პირველ აპრილამდე გაგრძელდა

სარეგისტრაციო პროცედურის გავლა სავალდებულოა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის სააქციო საზოგადოებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის კომანდიტური საზოგადოებისთვის კოოპერატივისთვის უცხოური საწარმოს ფილიალისთვის გაიარეთ რეგისტრაცია და შეუსაბამეთ სარეგისტრაციო მონაცემები საერთაშორისო სტანდარტებს! Public Service Hall / იუსტიციის სახლი

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »