გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფის ბაღები 150 ბავშვზეა გათვლილი
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები
მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები
საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახორციელა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.8 მილიონი ლარით დაფინანსდა
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
