ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ქალაქ ბოსკი სანტ ანას ეწვია, რომელიც დამეგობრებულია ქალაქ ხონთან

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქის მერთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა, დამეგობრების აქტის ფარგლებში, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც უკავშირდება კულტურულ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading