საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქალაქ ლენიაგოს მერთან, პაოლო ლონგისთან

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებში.

ქალაქის მერმა, პაოლო ლონგიმ, გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს და დიასპორის წევრებს გააცნო ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და მიმდინარე პროექტები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კავშირების გაღრმავებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივ საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading