20 მარტი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთად თბილისიც უერთდება

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის სხვადასხვა უწყებაში ფრანკოფონიის დროშა განთავსდა.

თბილისს ფრანკოფონ მერთა საერთაშორისო ასოციაციასთან (AIMF) მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.სხვადასხვა წელს თბილისში ფრანკოფონური ასოციაციის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა.

თბილისის მერია იზიარებს ფრანკოფონიის უნივერსალურ ღირებულებებს და ფრანკოფონ მერთა საერთაშორისო ასოციაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading