გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 მარტს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოვრუზ ბაირამის საზეიმოდ აღნიშვნის ნაცვლად, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ვისაც ამის საჭიროება აქვთ, რამადანის თვეში, რომელსაც ისინი მარხვაში ატარებენ, გადავცეთ სასურსათო კალათები.

წაიკითხეთ მეტი

როგორ დავრეგისტრირდეთ გამოცდებისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ რეგისტრაციის დროს?

20 მარტს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს ყველა აბიტურიენტისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესი იქნება. შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია გაუძღვებიან….

წაიკითხეთ მეტი

,,რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი დავასრულეთ”-ნინო ლაცაბიძე

,, პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე, მუნიციპალური ავტობუსები, ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან (რჩეულიშვილის N 10) იმოძრავებე დედაქალაქის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მე-5 მარშრუტის დანიშვნით, რუსთავის მერიამ, სატრანსპორტო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და რუსთაველების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა შეასრულა. ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და…

წაიკითხეთ მეტი

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლებში რესურსცენტრის თანამშრომლები დაინიშნებიან და ისინი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს შეასრულებენ

“რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით”,- წერია…

წაიკითხეთ მეტი

მდინარე არაგვის ხიდზე 23 მარტს, კვირას, სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები. ბეტონის გაშრობისთანავე მოეწყობა ასფალტის საფარი და 23 მარტს, კვირას, ხიდზე სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ,…

წაიკითხეთ მეტი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები – დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს. ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი…

წაიკითხეთ მეტი

გერმანიაში საერთაშორისო მედია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში,  სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების: BBC Travel-ის,  National Geographic  Germany-ის, Spiegel-ის, Travel+Leisure Germany-ის, The Voyager-ის, TRVL Counter-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსებსა და  ბლოგერებს  საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება გააცნეს.  IMM Germany Berlin-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა  საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული…

წაიკითხეთ მეტი

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა – მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება – 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს. სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ….

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »