პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან

სასწავლო კურსში N2, N5 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი 77 მსჯავრდებული ჩაერთვება. პროგრამა მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ ქართული ენა, აიმაღლონ ქართული ენის ცოდნის დონე და დაძლიონ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული სირთულეები. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულები სრულყოფილად შეძლებენ ჩაერთონ ტრენინგ-კურსებში, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების პროგრამებში, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ამ მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მზია გორგაძემ მოაწერა.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading