,,რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი დავასრულეთ”-ნინო ლაცაბიძე
,, პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე, მუნიციპალური ავტობუსები, ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან (რჩეულიშვილის N 10) იმოძრავებე
დედაქალაქის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მე-5 მარშრუტის დანიშვნით, რუსთავის მერიამ, სატრანსპორტო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და რუსთაველების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა შეასრულა.
ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად წარადგინა.
საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რომელიც 4 სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდა.
მე-5 სატრანსპორტო ხაზი-ისნის მიმართულება, 2023 წელს ამოქმედდა და ათწლეულების მანძილზე, პირველი მუნიციპალური ტრანსპორტი იყო, რომელმაც რუსთავი-თბილისის გეზზე დაიწყო მუშაობა.
დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი, რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის, დიდუბის ავტოსადგურის, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, ისნის და ახლა უკვე რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრაობს.
მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – ,,რუსთავი ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის.
რუსთავსა და თბილისს შორის, ყოველდღიურად, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი მგზავრობს. მუნიციპალური ტრანსპორტის თითოეული გეზი, რუსთაველების ინტერესების და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებითაა შედგენილი.”- განაცხადა ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.




