საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფორუმში – „ინვესტირება მეტად მდგრად და უსაფრთხო ევროპაში“ მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი ფორუმი, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მონაწილეობდნენ, ფოკუსირებული იყო ევროპის საინვესტიციო პრიორიტეტებზე და საინვესტიციო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საუკეთესო პრაქტიკებისა და ეფექტური სტრატეგიების იდენტიფიცირებაზე. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ევროპის ერთიანი ბაზრის…