სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა და მარჯვენა მაგისტრალური არხი დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაცია/Georgian Amelioration-ის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 131 კილომეტრი სიგრძის გამანაწილებელი სარწყავი ქსელი მოეწყო.
43,65 მლნ ლარის ღირებულების აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ საგარეჯოს, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ სოფელში 6050 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.




