გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტის „კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა“ ფარგლებში ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე.
აზიის განვითარების ბანკის დირექტორის განცხადებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ბანკის მხრიდან არსებობს ახალი პროექტების დაწყების ინტერესი.




