მცენარეებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading