როგორ გადაამოწმოთ ინფორმაცია მართვის უფლების აღდგენის შესახებ?-შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი. იმ პირთა ნაწილს, რომელთაც მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ, უკვე აესახათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ მათი მოწმობის სტატუსი გააქტიურებულია.

აღდგენილია თუ არა მართვის მოწმობა, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შსს-ს ვებგვერდზე: publicdecisions.police.ge. პროცესი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.

პირებს, რომელზეც აღნიშნული შეღავათი ვრცელდება, ვალდებულნი არიან გადაამოწმონ ინფორმაცია მართვის უფლების აღდგენის თაობაზე. გადაამოწმება შესაძლებელია:

  • პირადი ნომრისა და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით;
  • პირადი ნომრისა და საჯარიმო ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომრის მითითებით.

მხოლოდ ამის შემდეგ მოქალაქეს აქვს უფლება, მართოს სატრანსპორტო საშუალება.

პარლამენტის დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილების შედეგად, ერთჯერადად აღდგება 30 000-ზე მეტი ადამიანის მართვის უფლება. შეღავათი გავრცელდება პირებზე, რომლებსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული ჰქონდათ მართვის უფლება შემდეგი მიზეზებით:

  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება;
  • ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა;
  • ნარკოტიკული საშუალების მოხმარება;
  • მართვის მოწმობის ქულების ამოწურვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading