რუსთავში კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების 2026 წლის გეგმები განიხილეს
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სემეკის ჩართულობით კომუნალური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რათა განეხილათ 2026 წლის პროექტები და განახლებული ინფრასტრუქტურული გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა და სემეკის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების პროექტებს და სხვა კომპანიების, რომლებიც ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე არიან პასუხისმგებლები, სამომავლო გეგმების მერიის პროექტებთან შეთანაბრებაზე.
აღინიშნა, რომ 2026 წელს დასრულდება მიმდინარე სამუშაოები და განხორციელდება ახალი საინვესტიციო პროექტები, რაც რუსთავის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე განვითარებას უზრუნველყოფს.