უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ს.ს. და 1996 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading