ნუგზარ რუხაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ჟურნალისტი და მეცნიერი ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც იგი წერს, 2025 წლის 25 დეკემბერს გარდაეცვალა მეუღლე – ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი.
ნუგზარ რუხაძის ინფორმაციით, მეუღლის სურვილისა და დანაბარების მიხედვით, მისი სხეული დაექვემდებარება კრემაციას. წესის აგება და სულის ხსენება შესაბამისი ქრისტიანული წესების დაცვით გაიმართება. ნინას ფერფლი თბილისში, მისთვის განსაკუთრებულად საყვარელ ადგილას გაიფანტება.
„ძვირფასო მეგობრებო, 2025 წლის 25 დეკემბერს, გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი. მისი სურვილითა და დანაბარებით, მოხდება მისი სხეულის კრემაცია. წესის აგება და სულის ხსენება შედგება შესაბამისი ქრისტიანული წესების მიხედვით იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ეს წესები გვკარნახობს. ფერფლი გაიფანტება ნინას უსაყვარლეს ადგილას თბილისში. ფერფლის გაფანტვის ცერემონიალს დაესწრებიან მისი უახლოესი მეგობერები და ნათესავები, ყვავილების გარეშე. რომლის შემდეგ, მის სახლში და მის სახელზე წაიქცევა ჭიქა. ოჯახი სამძიმარს, დიდი პატივითა და მადლიერებით, მიიღებს ამ გვერდზე, რისთვისაც ყველას წინასწარ ვუხდით გულწრფელ მადლობას“, – წერს ნუგზარ რუხაძე.