საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მიმდინარეობს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მასპინძლობს. კონფერენცია სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გახსნა, მინისტრმა თანამედროვეობაში სპორტული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დისციპლინაში მომუშავე პროფესიონალების – სპორტული მიმართულებით ექიმების, ფიზიოთერაპევტების, მწვრთნელებისა და მკვლევრების – ერთმანეთთან დაკავშირებას;
დააჩქაროს თანამედროვე სამეცნიერო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა; ხელი შეუწყოს რეგიონისთვის ახალი კლინიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების ჩამოყალიბებას.
ღონისძიება ასევე ხელს უწყობს
სპორტული მედიცინის სფეროში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებას და დისკუსიებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პრევენცია, რეაბილიტაცია, ფიზიოლოგიური შეფასება და ინოვაციური თერაპიული მიდგომები.
კონფერენციის გახსნას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.




