დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

გამოფენა გახსნა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა. მან გამოფენის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორებსა და განმახორციელებლებს.

საზოგადოებას მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

ფეოდოსიაში დაბადებული, გადასახლებაგამოვლილი, ქართველ-აფხაზი არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენლის – ალექსანდრე შერვაშიძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ჩამოყალიბდა და განვითარდა რუსეთისა და ევროპის კულტურულ ცენტრებში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 270-ამდე ექსპონატი.

პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით.

გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საზღვარგარეთის ქვეყნების ხელოვნების კოლექციების უფროსი კურატორი ნანა შერვაშიძე.

გამოფენა16 ივნისამდე გასტანს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading