ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წალკის მერი ილია საბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსები და აიპების ხელმძღვანელები.




