გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

სხვადასხვა დროს ელენე ღუბიანური საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა; მუშაობდა საკონსულტაციო კომპანია „დელოიტში“ (Deloitte) და ჩართული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ასევე მუშაობდა თურქულ-ნორვეგიულ ერთობლივ საწარმო „ENKA Renewables LLC”, სადაც ნამახვანი ჰესის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ელენე ღუბიანურს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading