მეწყერი ჩამოწვა დღეს დილით ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაბილთან
მეწყერი ჩამოწვა დილის საათებში ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.
გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.
