,,უგულავამ დაიბარა „ჟინერის“ დირექტორი და იძულების წესით მოაწერინეს ხელი, რომ უარს ამბობდა სასამართლოში სარჩელზე”-თეიმურაზ ჭიჭინაძე

„ჩვენ გვქონდა ერთი ისეთი სარჩელი შეტანილი (სასამართლოში), რომლის იმედზეც ვიყავით. ალბათ, ეს სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და ყველაფერი ჩაეყრებოდათ წყალში. ამ დროს დაემთხვა, რომ სანამ ქალაქის მერად აირჩევდნენ, უგულავა დაინიშნა. პირველი, რაც მან გააკეთა, ეტყობა სერიოზული დავალება ჰქონდა, რომ „ჟინერი“ ბოლომდე წაეღოთ, წყალკანალის უფროსად მოიყვანა ვინმე გეგი ქელბაქიანი და გაუშვა სერიოზული პროფესიონალი ცარციძე. რაც საინტერესოა, ჩვენ იურიდიული კომპანია გვემსახურებოდა, რომლის იურისტები მერე უგულავამ გამოიყენა, ერთი თავისთან წაიყვანა თავისთან, ქონების მართვის სამმართველოს უფროსად, მეორე კი გამოუშვა ჩვენთან სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ იურიდიულ კომპანიას, ვალდებულება ჰქონდა, რომ 10 წლის განმავლობაში, რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენგან არავითარი ინფორმაცია გარეთ არ უნდა გასულიყო. გამოიყენა რა ეს ხალხი, ალაფიშვილი და ყავლაშვილი, მოხდა „შემოსევა“. ამ დროს ორი დღით წავედი შვეიცარიაში, „ჟინერმა“ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. ამ დროს, ჩაჩხიანი („ჟინერის“ დირექტორი) დაუბარებია უგულავას და მოსთხოვა სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარის თქმა. ჩაჩხიანს არ ჰქონდა უფლება და წავიდა უარზე, იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა უფლება, ჩვენს გარეშე ამაზე ხელი მოეწერა. უგულავას მთელი დღე ჰყავდა დაკავებული თავის კაბინეტში, ბევრი რამ მოიგონა, ბლანკი არ მაქვს და ა.შ. და ბოლოს, იძულებული გახადეს, დაერეკა ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორის, ალეკო კობაიძისთვის, რომელსაც ჟინვალიდან ჩამოატანინეს ბლანკი – ეს უკვე ღამე ხდება და იძულების წესით, მოაწერინეს ხელი, რომ უარს იძახდა სასამართლო პროცესზე, რომლის იმედიც გვქონდა, რომ რაღაც პოზიციები უნდა აღგვედგინა.

ჩაატარეს კრება, ხალხი, რომელიც ვახსენე, შემოვიდნენ სამეთვალყურეო საბჭოში და მათი მიზანი რაც იყო, რომ გაეკოტრებინათ კომპანია და გაეუქმებინათ, რომ მერე არანაირი პრეტენზიის წამოყენების უფლება არ გვქონოდა. გააკოტრეს და მთელი ამ ქონების, ჩვენი ნაშრომი, ნაწვალები, მრავალმილიონიანი ქონების გადანაწილება მოხდა. ამ ჰესის გარდა გვქონდა ძალიან ბევრი რამ, დმანისში კიდევ მეორე ჰესი გვქონდა და ყველაფერი გადაინაწილა ამ ჯგუფმა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჰესი წაიღეს და ჩვენ – პარტნიორებმა, ინვესტორებმა ვიზარალეთ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ წყლის ტარიფი უნდა გაეძვირებინათ, რასაც ჩვენს პირობებში ვერ ახერხებდნენ, იმიტომ, რომ დაბალი იყო ენერგიის ტარიფი, წყალი უფასო, ვერაფრით ახერხებდნენ და როგორც კი ეს გაკეთდა, მოგეხსენებათ, კატასტროფულად გაიზარდა და ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს მოსახლეობას და რომელსაც დღესაც იხდის. პარადოქსია, რომ ყველაზე იაფი ნედლეული, რომელიც საქართველოშია, დღეს ყველაზე ძვირი ღირს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading