Region News!

მარნეულელი მშვილდოსანი გოგონების წარმატება საქართველოს ახალგაზრდულ თასზე

14–16 აგვისტოს თბილისში მშვილდოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული თასის მეორე ეტაპი გაიმართა. ტურნირში, კლასიკური მშვილდის კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ახალგაზრდა სპორტსმენებმა. U21 კატეგორია მეორე ადგილი – კატო ასანიძე U18 კატეგორია მესამე ადგილი – თიკა შავაძე სპორტსმენების პირადი მწვრთნელია გიორგი გორდეზიანი. ტურნირი საქართველოს ტურნირი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ადგილობრივი წარმოებისა და ქართული ხორბლის განვითარების მიმართულებებს გაეცნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ეწვია და საწარმოო პროცესს გაეცნო. „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 50-ზე მეტი სახეობის საკვებ პროდუქტს აწარმოებს. საწარმოს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ვიზიტის ფარგლებში, ამირან…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარნეულში მოქმედი საკვები და აგროსამრეწველო საწარმოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაურ ისამილოვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოები დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საქმიანობას გაეცნო. 2007 წელს დაარსებული საწარმო 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დამია-გეურარხის ადმინისტრაციული ერთეულის ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მარნეულში წარმოებული ხილ-ბოსტნის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე, ასევე ექსპორტისთვის საჭირო პროცედურებსა და მოთხოვნებზე. მერმა ფერმერებს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

წაიკითხეთ მეტი

დიდგორობის 905 წლისთავი

დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვებიდან 905 წელი გავიდა. „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაული საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლით — „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ. „დიდგორის ბრძოლამ“ საფუძველი დაუდო საქართველოს ოქროს ხანას და ქვეყნის თავისუფლების განმტკიცებას, რის გამოც ამ გამარჯვებას…

წაიკითხეთ მეტი

დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ აღინიშნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ბრძოლის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დაესწრო. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც შეკრებილებს „დიდგორობა“ მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების შვიდ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები — „დიდგორის ჯვარი“ გადასცა. „დიდგორობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. საგამოფენო სივრცეში…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩუში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კუშჩუში დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო: 200 მეტრი სიღრმის ახალი ჭაბურღილი; 25 მ³ მოცულობის ლითონის კოშკურა-რეზერვუარი; საქლორატორო სადგური; 7 785 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი. ახალი წყალმომარაგების სისტემით 126 აბონენტი ისარგებლებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 840…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას. ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს გერმანული დასახლების ისტორიული არეალის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, საინჟინრო ქსელების, გარე განათების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება….

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ომმა საქართველოს არაერთი ღირსეული შვილი შეიწირა. მათ შორის იყვნენ ბოლნისელი გმირები — სოფელ დისველში მცხოვრები ასლან შაინიძე, სოფელ რატევანში მცხოვრები ნოდარ დევნოზაშვილი და სოფელ ტანძიაში მცხოვრები საბა დადვანი, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ,…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »