ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკო.

ომის გმირებს პატივი, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, ზურაბ მამულაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading