საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.

საქართველო-სომხეთის მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

მატჩის ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილის გოლით გაიხსნა, მე-14 წუთზე კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 27-ე წუთზე კი კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა, რასაც 35-ე წუთზე მიქაუტაძის ასევე დუბლი მოჰყვა. პირველი ტაიმი საქართველს ნაკრების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სომხეთამ ერთი ბურთის გაქვითვა ედგარ სევიკიანის გოლით შეძლო. 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

პლეი-ოფის პირველ მატჩში ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი სტუმრად ანგარიშით 3:0 დაამარცხა. სომხეთში გოლები გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. სულ ნაკრებმა ექვსი მატჩი გამართა – ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, სამი კი დათმო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading