ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში – არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე.

დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ ადგილზე და ოპერატიულად შეისწავლეს სიტუაცია. წინასწარი მონაცემებით, მოსახლეობას უშუალო საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, უკვე გაცემულია რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავს:

  • შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოების ჩატარებას;
  • მეწყრის ზონაში მუდმივი მონიტორინგის დაწესებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს გააგრძელებს და ვითარების შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading