მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს

ბულგარეთში, 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ), ხოლო ვახტანგ ლოლუამ (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც – ბრინჯაოს მედლები დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო და სამი ბრინჯაო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading