იურიდიული დახმარების სამსახურსა და რუსთავის მუნიციპალურ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, ძალადობის პრევენცია და სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა — ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელთა გაძლიერების მიზნითაც რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურმა საბჭომ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, მარინა ლიპარტელიანმა აღნიშნა:
„ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი მხარდაჭერაა იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან ჩვენს საბჭოსთან მემორანდუმის გაფორმება. ამის შედეგად, ჩვენი საქმიანობა გახდება კიდევ უფრო ეფექტიანი, ორიენტირებული შედეგზე და, რაც მთავარია, უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს შევძლებთ დახმარებას.“

იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თითქმის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მემორანდუმის ფარგლებში რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეებს უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივი კონსულტაციებითა და მომსახურებით.

დოკუმენტის ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ ერთობლივი კოორდინაცია ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. გარდა ამისა, დაგეგმილია საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს ფორმირებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ მარინა ლიპარტელიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

ინიციატივა კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმისაწვდომობისკენ, რაც უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა უფლებების უფრო ეფექტიან დაცვას და ძალადობის პრევენციას რუსთავში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading