ახალსოფლის კულტურის სახლში ღონისძიება „თანამედროვეობა და ზომიერება“ გაიმართა

ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახალსოფლის ფილიალში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება „თანამედროვეობა და ზომიერება“ გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი ანსამბლი „კოლხიდა“ (ხელმძღვანელი ირაკლი ჩიტაია), ხალხური სიმღერისა და საკრავთა ანსამბლი ანსამბლი „იალნო“ (ხელმძღვანელი თამაზ მამალაძე), ასევე სამხატვრო წრის აღსაზრდელები. ღონისძიებას უძღვებოდნენ მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი ნაზი მაღალდაძე და ანასტასია ალადაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მზია კაჭარავა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ახალსოფლისა და ქვეყნისთვის გამორჩეული მოქალაქეები, მათ შორის მკლავჭიდის ჩემპიონები ავთანდილ ხოხობაშვილი და დავით ხოხობაშვილი, მრავალშვილიანი დედა მარიამ გოგოჩაშვილი, კულტურის სახლის კოორდინატორი ეთერ ფიდაშვილი, სამხატვრო წრის ხელმძღვანელი ნაზი მაღალდაძე, ასევე ანსამბლების „იალნოსა“ და „კოლხიდას“ ხელმძღვანელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის ცენტრის დირექტორი მზია კაჭარავა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა ბენდელიანი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამარ ხაჩიძე.

ღონისძიების მიზანი ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა და მხარდაჭერა იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading