ამინდის გაუარესება და შესაძლო საფრთხეები: სეტყვა, წყალდიდობა და მეწყერებია მოსალოდნელი

5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
• მდინარეების წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება
• პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები
• გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და რეკომენდაციას აძლევს, მაქსიმალურად მოერიდონ რისკის შემცველ ადგილებს.

აღნიშნული პროცესების საფრთხის დონე შეფასებულია როგორც საშუალო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading