ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ა.
ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.