ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული თ.ფ., რომელიც საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading