დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს!
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს რეგიონში ძლიერი ყინვებია მიუხედავად იმისა რომ გზებზე მარილი აქტიურად იყრება, ვთხოვთ მოსახლეობას, გამოიყენონ მხოლოდ ზამთრის საბურავები!
გზები შეიძლება იყოს დაფარული ყინულით, ამიტომ აუცილებელია გადაადგილება ფრთხილად და ყველა წესის დაცვით.
გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თქვენი და სხვების უსაფრთხოებას.
ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall ავრცელებს.