ვანდალიზმისთვის ჯარიმა ან პატიმრობა – განცხადებები რუსთავის ავტობუსებში

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის სპეციალური განცხადებები განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი ქონების დაზიანება კანონით ისჯება.

განცხადების მიხედვით, ვანდალიზმისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში კი 2000 ლარიანი ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.

მგზავრებს მოუწოდებენ, გაუფრთხილდნენ მუნიციპალურ ტრანსპორტს და არ დააზიანონ საზოგადოებრივი ქონება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading