სურსათის ეროვნული სააგენტომ არალეგალური ფრინველის სასაკლაოები გამოავლინეს – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.

შპს „ატო“-ს (მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხდებოდა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

საჩხერის მუნიციპალიტეტში ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მისამართი: თამარ მეფის N15) სასაკლაოზეც დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ობიექტზე ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით, დაკლული 80 კგ ფრინველის ხორცი დაილუქა.

ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეჩერდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading