აღდგომის მარხვა 23 თებერვალს იწყება და 12 აპრილს დასრულდება
აღდგომის მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. აღდგომის დიდ მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი.
მოსამზადებელი დღეები და კვირებია:
- 1 თებერვალი – მეზვერისა და ფარისევლოს კვირა.
- 2–9 თებერვალი – მსგეფსი ხსნილია.
- 8 თებერვალი – უძღები შვილის კვირა.
- 9–16 თებერვალი – ხორციელის კვირა (ოთხშაბათი–პარასკევი მარხვაა).
- 15 თებერვალი – საშინელი სამსჯავროს ხსენება და მირქმის საუფლო დღესასწაული.
- 16–22 თებერვალი – ყველიერის კვირა, დასაშვებია რძის ნაწარმი, კვერცხი და თევზი. ყველიერის ოთხშაბათს საღამოდან იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
- 22 თებერვალი – ადამის სამოთხიდან განდევნა, მიტევების კვირა.
- 23–26 თებერვალი – ანდრია კრიტელის სინანულის კანონის კითხვა.
მარხვის კვირები და განსაკუთრებული ხსენებები:
- 1 მარტი – I კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი.
- 8 მარტი – II კვირა, წმ. გრიგორი პალამას ხსენების დღე.
- 15 მარტი – III კვირა, ჯვრის თაყვანისცემა.
- 22 მარტი – IV კვირა, წმ. იოანე კლემაქსის ხსენების დღე.
- 28 მარტი – ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი.
- 29 მარტი – V კვირა, წმ. მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე.
- 4 აპრილი – ლაზარეს შაბათი, დასაშვებია თევზი.
- 5 აპრილი – VI კვირა, ბზობა (უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში), დასაშვებია თევზი.
- 7 აპრილი – ხარების დიდი დღესასწაული, თევზით ხსნილი არაა.
- 6–12 აპრილი – ვნების შვიდეული, 9 აპრილი – დიდი ხუთშაბათი, 10 აპრილი – წითელი პარასკევი, 12 აპრილი – აღდგომის დღესასწაული.
მარხვის პერიოდში მიცვალებულთა ხსენების დღეები:
- ხორციელის შაბათი – 14 თებერვალი
- II შაბათი – 7 მარტი
- III შაბათი – 14 მარტი
- IV შაბათი – 21 მარტი
აღდგომის მარხვა მართლმადიდებელ ქრისტიანებს სულიერი სიწმინდის, სინანულისა და მარხვის შესანარჩუნებლად წინასწარ განსაზღვრული წესებით ეხმარება.
უფალმა მოგმადლოთ მარხვა სინანულისა , აღდგომა სიხარულისა .