თბილისი წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

თბილისი 10–11 თებერვალს წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის მნიშვნელობაზე, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა, სასმელი წყლის სექტორი მასშტაბურ ინვესტიციებსა და ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.

მერის თქმით, ბოლო წლებში თბილისში არაერთ ქუჩასა და დასახლებაში განახლდა ცენტრალური ქსელები და მიმდინარეობს კოლექტორების მშენებლობა, რაც მოსახლეობისთვის გრძელვადიან და საიმედო ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საერთაშორისო კომპანია „აქუალია“. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები სასმელი წყლის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურის გარდაქმნასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე მსჯელობენ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading