დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისი-გომარეთი-ბედიანის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 15-კილომეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს დმანისის მერი კობა მურადაშვილი გაეცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში იგეგმება ასფალტის საფარის, სანიაღვრე სისტემების, ხიდებისა და მილხიდების მოწყობა, ასევე გზის გაფართოება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მერთან ერთად, მისმა მოადგილემ თემურ ზურაბიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტს, რომლის ღირებულება 19 მილიონი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading