ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია აშშ-ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი და ABET-ის ექსპერტი ბილ ჰაიტერი

ვიზიტის მიზანი ტექნოლოგიური ფაკულტეტის ,,სამოქალაქო ინჟინერიის“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დოკუმენტაციისა და ინფრასტრუქტურის შეფასება და აკრედიტაციისთვის მომზადებაა.

ექსპერტი შეხვდა ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს, რექტორის მოადგილეს, თამარ სირაძეს, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანს, გაიოზ ფარცხალაძეს და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, გოჩა ჩავლეშვილს. მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული სამუშაოები და დაგეგმეს აქტივობები ABET-ის სტანდარტების შესაბამისად.

„სამოქალაქო ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანანმანათლებლო პროგრამაზე ბსუ აშშ-ის სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მუშაობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading