11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი – შესაძლო შეზღუდვები გზებზე
11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. პროგნოზირებულია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.
❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო).