რუსთავში რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა დაიწყო

🏉 რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება – ლომოურის ქუჩაზე, სადაც წლების წინ რუსთაველი მორაგბეების პირველი თაობა ვარჯიშობდა, რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. პროექტის საწყის ეტაპზე, მშენებლობის დაწყების სიმბოლოდ, კაფსულა ჩააგდეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და საქართველოს რაგბის…

წაიკითხეთ მეტი

🤼‍♂️ თეთრიწყაროს ახალგაზრდა მოჭიდავეების წარმატება ქუთაისში!

📍 19–21 სექტემბრის ჩათვლით, ქ. ქუთაისმა უმასპინძლა სპორტის ოსტატ გიორგი (როლანდი) ლევიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 2009–2010 და 2011–2012 წლებში დაბადებულთა შორის. 🏆 ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა: 🥇 ოქროს მედლები 🥈 ვერცხლის მედლები 🥉 ბრინჯაოს მედლები 👥 მწვრთნელები: როინ შავაძე და გიორგი გობაძე 🎉…

წაიკითხეთ მეტი

🏹 მარნეულმა საქართველოს მშვილდოსნობის თასის მესამე ეტაპს უმასპინძლა

📅 18-21 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში წარმატებით გაიმართა საქართველოს მშვილდოსნობის თასის მესამე ეტაპი, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის მიერ. 🎯 შეჯიბრება ინდივიდუალურ ფორმატში, კლასიკური მშვილდის კატეგორიაში ჩატარდა და ასობით მონაწილეს უმასპინძლა. 🏆 ფინალური შეხვედრების ფარგლებში, 21 სექტემბერს გაიმართა თენგიზ ნავერიანის სახელობის თასის გათამაშება – პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ეძღვნება მარნეულის სპორტული…

წაიკითხეთ მეტი

🏹 მარნეულელი სპოტსმენი თიკა შავაძე – საქართველოს თასის ბრინჯაოს პრიზიორი მშვილდოსნობაში! 🥉

📍 14-17 სექტემბერს, თბილისში გამართულ საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპზე, ახალგაზრდებს შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა თიკა შავაძემ წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი მოიპოვა. 👤 თიკას პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია. ახალგაზრდა სპორტსმენი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მარნეულის სპორტული პოტენციალი! 🎯 შეჯიბრებას ესწრებოდნენ: Regionnews ულოცავს თიკა შავაძეს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!…

წაიკითხეთ მეტი

დავით კარგარეთელი გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა

დავით კარგარეთელი, გარდაბნის მერობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებთან. შეხვედრაზე მოსახლეობას წარუდგინეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატები: დავით ჭინჭარაული, ლევან ხმალაძე და ლია მეტრეველი. კარგარეთელი აცხადებს, რომ მათი მიზანია, მოსახლეობის მხარდაჭერით, შრომითა და ერთგულებით გარდაბანი კიდევ…

წაიკითხეთ მეტი

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ინდონეზიაში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიოს თასზე ქართველმა პარამოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირმამ პოლონელი სარა რაგოვსკაია ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ნინამ კი ტაილანდელი პარამოფარიკავე ანგარიშით 12:11. Regionnews-ი გილოცავთ წარმატებულ გამოსვლას!

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მოკრივეებმა მესტიაში ალიოშა ჯაფარიძისა და ზურა ფალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს

მესტიაში ალიოშა ჯაფარიძისა და ზურა ფალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ კრივის ტურნირში მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივეებმა ღირსეული შედეგები აჩვენეს. 48 კგ წონითი კატეგორიაში მეორე ადგილი, მოკრივე გოგონამ ნარმინ ბაირამოვამ დაიკავა, 46 კგ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი ოქსან აივაზოვი გახდა. სპორტსმენების პირადი მწვრთნელია როიალ გარაბაღლი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეული მშვილდოსნობაში საქართველოს თასის მესამე ეტაპს უმასპინძლებს

📅 18-21 სექტემბერი, 2025 წელი📍 სოფელ წერეთლის სტადიონი მარნეულის მუნიციპალიტეტი 18-21 სექტემბერს მასპინძლობს საქართველოს მშვილდოსნობის თასის მესამე ეტაპს. ღონისძიება ტარდება საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ერთობლივი ორგანიზებით. 🏹 შეჯიბრება გაიმართება ინდივიდუალურ ფორმატში და მოიცავს მხოლოდ კლასიკური მშვილდის კატეგორიას. 21 სექტემბერს ფინალური შეხვედრების გარდა, ტრადიციულად გათამაშდება თენგიზ ნავერიანის სახელობის თასი, რომელიც სპორტის დამსახურებულ…

წაიკითხეთ მეტი

ჟორჟ მიქაუტაძე ვილიარეალში: „ბავშვობიდან ვოცნებობდი ლა ლიგაში თამაშზე“

საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ჟორჟ მიქაუტაძე, კარიერის ახალ ეტაპს ლა ლიგის კლუბში – ვილიარეალში იწყებს. ფეხბურთელის თქმით, მისთვის ეს ტრანსფერი დიდი გამოწვევაა და ამავდროულად, ოცნების ახდენაც. „მადლობა ყველას, ვინც ვილიარეალის მხრიდან ჩემი ტრანსფერის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ვილიარეალმა ჩემ სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ მიყვარს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და…

წაიკითხეთ მეტი

რუსთაველ სპორცმენს ლაშა გურულს კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს

ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე ლაშა გურულმა (65 კგ) მეოთხედფინალში ინდოელი აბინაშ ჯამვალი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გარანტირებულად მოიპოვა. გურულს ნახევარფინალში 12 სექტემბერს მოუწევს გამოსვლა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ფინალში მოხვდება. მსგავსად ლაშას, 12 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ ბრძოლას გამართავს გიორგი ყუშიტაშვილიც, რომელმაც უკვე ხორვატი და ყაზახი მეტოქეები დაამარცხა.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »