რუსთავში რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა დაიწყო

🏉 რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება – ლომოურის ქუჩაზე, სადაც წლების წინ რუსთაველი მორაგბეების პირველი თაობა ვარჯიშობდა, რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.

პროექტის საწყის ეტაპზე, მშენებლობის დაწყების სიმბოლოდ, კაფსულა ჩააგდეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.

🔹 მშენებარე კომპლექსი მოიცავს 8000 კვ/მ ფართობის ხელოვნურსაფარიან მოედანს, ტრიბუნებს, დამხმარე ნაგებობებს, გასახდელებს, საშხაპეებსა და სამედიცინო ოთახს.

📌 პროექტის ძირითადი მიზანია ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარება, სპორტული აკადემიის შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

💰 პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 2 980 225 ლარს და იგი ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით.

რუსთავში სპორტული ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ადგილობრივ ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში და მიიღონ პროფესიული განვითარება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading