საქართველოდან 20 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან 20 უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

ქვეყნიდან გაძევებულ პირთა შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, პაკისტანის, თურქეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ნიგერიისა და ტაილანდის მოქალაქეები.

👉 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ქვეყნის ტერიტორიის იძულებითი დატოვება დაეკისრათ და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრათ.

🔹 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება – მათ შორის, გაძევების კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით.

📍 უწყების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რათა დაცული იყოს ქვეყნის იმიგრაციის პოლიტიკა და სამართლებრივი სტაბილურობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading